ვიკიმონაცემები:დაბლოკილი მომხმარებლები

დაბლოკილ მომხმარებლებს არ შეუძლიათ გვერდების რედაქტირება, ფაილების ატვირთვა და სხვა მოქმედებების შესრულება. ადმინისტრატორებს და სხვა მოხმარებლებს ბლოკირების უფლებით აღარ შეუძლიათ სხვა მომხმარებლების დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა თუ თვითონ არიან დაბლოკილნი (საკუთარი თავის გარდა).

დაბლოკილ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და შეცვალოს საკუთარი კონტროლის სია, შეცვალონ საკუთარი განხილვის გვერდი და/ან გააგზავნონ წერილები ვიკი-ფოსტის საშუალებით (მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის), თუ ეს ფუნქციები არ არის შეზღუდული. ადმინისტრატორებს, გლობალური ადმინისტრატორებს და სტიუარდებს შეუძლიათ დაბლოკონ მომხმარებლები (როგორც დაურეგისტრირებული, ასევე დარეგისტრირებული).

ბლოკირების პოლიტიკა

ვიკიმონაცმების ბლოკირების პოლიტიკის თანახმად, რედაქტორი შეიძლება დაიბლოკოს წესების სისტემატური დარღვევისათვის ან მოქმედებისთვის, რომელიც წესების სისტემატური დარღვევის იდენტურია, ვიკიმედიის სხვა პროექტებში. გთხოვთ გაითველისწინოთ რომ ვიკიმონაცემების წესები ჩამოყალიბების პროცესშია და ამ დროისათვის ადმინისტრატორებს აქვთ მნიშვნელოვანი მოქმედების თავისუფლება ბლოკირებისთვის, საღი აზრიდან გამომდინარე, მაშინაც კი თუ კონკრეტული შემთხვევა არ არის გათვალისწინებული პოლოტიკით (მაგალითად შეურაცხმყოფელი მომხმარებლის სახელი).